გამაერთგულე და ეს ერთი გული მიისაკუთრე. მაქციე შენად და სხვას არ ფიქრობს ჩემი გონება. დალეწილ რეალობაში შემოაბიჯე და გამამთელე. გახსოვს გპირდებოდი წვიმაში ფეხშიშველა სიარულს ან საღამოს თბილისში რეტიანივით ცეკვას? შეგისრულებ, რომ დამიმახსოვრო ისეთი როგორიც ვარ სინამდვილეში, რომ ყოველი წვიმა გახსენებდეს ჩემს თავს. ყოველი ქალი ხმამაღლა მოსაუბრე გახსენებდეს ჩემს საუბარს ქუჩაში ისე, გეგონება ორნი ვართ და იცი? კი ხმამაღლა იმიტომ გესაუბრები, რომ იმ მომენტში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. სადაც არ უნდა ვიყოთ რაოდენ ხალხმრავალ ადგილას მაინც შენს იქით არაა მზერა, ფიქრი და გონება… გამაერთგულე და ასეთ ერთგულს ხანდახან მეშინია მარტო დარჩენის…
